სასწავლო პროექტი


ყვავილები


პროექტის მთავარი იდეა: სხვადასხვა ყვავილების მოძიება და მათი თვისებების შესწავლა.

პროექტის აქტუალობა: ეს პროექტი ხელს შეუწყობს ბავშვების ბუნებასთან დაახლოებას. განუვითარებს მათ ძიების და ურთიერთთანამშრომლობის უნარ–ჩვევებს. ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას. პრეზენტაციის უნარს.

პროექტის მიზნები: მისი მიზანია დააკვირდნენ ყვავილების თვისებებს, შეძლონ მათი დადებითი და უარყოფითი მხარის განსაზღვრა.

მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 5 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ხელი შეუწყოს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ–ჩვევების განვითარებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: ინტერნეტი, ჟურნალ–გაზეთები, ენციკლოპედია, ვიდეო ფილმები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. ბავშვებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას. ვაწყობ ექსკურსიას ბოტანიკურ ბაღში.
აქტივობა 2. ვყოფ მოსწავლეებს ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება მოიძიონ ინფორმაცია. ყვავილების შესახებ მათთვის ხელმისაწვდომი გზით. /ოთახის, მინდვრის/.

აქტივობა 3. წარმოადგინონ ლექსები და სიმღერები იმ ყვავილებზე რომელზეც მუშაობენ.
აქტივობა 4. ყურადღება გაამახვილონ ყვავილების საყოფაცხოვრებო მოხმარების გზით რაში გამოიყენებენ: სამკურნალო, ფარმაცია. აღვნიშნოთ არასათანადო გამოყენენების შემთხვევაში მათი მომწამვლელი თვისებები. ყვავილებზე და ზოგადად მცენარეეზე არა სათანადო მოპყრობამ რა ზიანი შეიძლება მოუთანოს ბუნებას. წარმოადგინონ პრეზენტაცია კლასის წინაშე.

აქტივობა 5. მასწავლებლის დახმარებით შეარჩევენ ყვავილების ნერგებს და საკლასო ოთახში დარგავენ ოთახის ყვავილებს.

საგნებთან/საგნორივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ბუნ.II.1.მოსწავლეს  შეუძლია მცენარის ძირითად  ნაწილების აღწერა. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  
·           თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს და ასახელებს ორგანიზმის  ძირითად  ნაწილებს,  გამოთქვამს აზრს მათი ფუნქციის შესახებ;
·           აგროვებს მასალას (მაგ.,  ჰერბარიუმი, ჟურნალ-გაზეთების ილუსტრაციები), ავლენს მცენარეებისა და ცხოველების ორგანიზმის ძირითადი ნაწილების მრავალფეროვნებას  და აკეთებს კოლაჟს;
·           ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს და ფრაგმენტებისაგან ქმნის მცენარის, ცხოველის, ადამიანის გამოსახულებას;
·           მოსწავლე აღწერს სხვადასხვა მცენარეს შორის არსებულ მსგავსებას და განსხვავებას.  (მაგ., ერთი ან სხვადასხვა სახეობის მცენარის ფოთლების ფორმა და ზომა, ყვავილების გვირგვინის ფურცლების რაოდენობა, ნაყოფებში თესლების რაოდენობა).

ს.გ. II.9.       მოსწავლე  პატივს სცემს საკუთარ და სხვის ნამუშევარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:   
მხარს უჭერს თანაკლასელებს და არის კეთილგანწყობილი მათ ნამუშევრებისა და აზრის მიმართ;
·           უფრთხილდება (არ აზიანებს) საკუთარ და სხვის ნამუშევრებს.

ბუნ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანება)  გამოწვეულ ცვლილებებზე;
·       გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;
·      მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.

პროექტის ხელმძღვანელი: ლიდა ხუხუნაიშვილი

 ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: macacoxuxunaishvili@gmail.com